ინგრედიენტები :
250 მლ კეფირი
1 კვერცხის გული
50 მლ არაჟანი
1 ს.კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1ჩ.კოვზი სოდა
400 გრ.ფქვილი
35 მლ.ზეთი
ინგრედიენტები კარტოფილის გულსართისათვის:
5 საშუალო ზომის კარტოფილი
1 პატარა თავი ხახვი
2 ს.კოვზი ზეთი
მარილი გემოვნებით
ცოტა კამა
მომზადების წესები :
სამარხვო კარტოფილის ღვეზელები.
მომზადების წესები :
კეფირი შევათბოთ ცეცხლზე .თბილ კეფირს დავუმარტოთ კვერცხის გული,არაჟანი, სოდა,ზეთი,მარილი,შაქარი,ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ფაფუკი ცომი.
ცომი დავასვენოთ და დავყოთ გუნდებად.
თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.
წაიკითხეთ ღვეზელების რეცეპრები :
კარტოფილის გულსართის მომზადება:
კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ ალყა-ალყა,მოვხარშოთ წყალში.ხარშვისას წყალში ჩავასხათ ზეთი.
მოხარშული კარტოფილი დავჭყლიტოთ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კამა.