ინგრედიენტები:
150 გრ.სოკო შამპინიონი
500 მლ.წყალი
ნახ ჩ.კოვზი მარილი
10 მლ.ლიტრი 5%-იანი ძმარი
150 გრ.ქათმის ფილე
100 გრ.ანანასი
ნახ.კონა კამა
სოუსი:
100 გრ.მაიონეზი
100 გრ.არაჟანი
10 გრ.მდოგვი
ნახ.ჩ.კოვზი მარილი
დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
ქვაბში ვადუღოთ წყალი,ჩავასხათ ძმარი,ჩავყაროთ მარილი და მოვხარშოთ შამპინიონები.სოკო გავაციოთ და დავჭრათ.
მოხარშული ქათმის ფილე , ანანასი კამა დავჭრათ წვრილად.
ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვასხათ სოუსი და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.
სოუსის მომზადება:არაჟანი,მაიონეზი,მდოგვი,მარილი,წიწაკა ერთმანეთში აურიოთ.
0