ინგრედიენტები :
4 კარტოფილი
5 კვერცხი
3 მჟავე კიტრი
1 ნედლი კიტრი
2 დიდი ზომის მჟავე მწვანე ვაშლი (სურვილისამებრ)
600 გრ.ქათმის ფილე ან ძეხვი ”დოქტორსკი”
1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა
3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
200 გრ. მაიონეზი
1 პატარა კონა კამა ,მწვანე ხახვი ნახ. კონა
მარილი,დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესები :
კარტოფილი და სტაფილო კარგად გავრეცხოთ, ბოსტნეული ქერქიანად მოვხარშოთ,კარგად გავაცივოთ და ქერქი მოვაცილოთ .
კვერცხი და ქათმის ფილე მოვხარშოთ.
ვაშლი გავთალოთ ,გამოვუღოთ გული .მჟავე ვაშლი სალათს ძალიან უხდება.შესაძლებელია ,რომ ეს ინგრედიენტი საერთოდ არ გამოვიყენოთ. .
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი პატარა ზომის კუბებად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.
ინგრედიენტები გადავიტანოთ დიდი ზომის თასში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ბარდა და მაიონეზი მოვასხათ.
თასში ყველა ინგრედიენი კარგად შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.