8983530045470

შოკოლადის მაფინები ალუბლით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ცალი შავი შოკოლადის ფილა

45 გრ.კარაქი

200 გრ.ფქვილი

100 გრ.შაქარი

1 კვერცხი

200 მლ.რძე

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი ( არა სავსე)

და 1/4 ჩ.კოვზი სოდა

მომზადების წესები :

შოკოლადის მაფინების დამზადებისას არ გვჭირდება არც მიქსერი და არც ბლენდერი.

შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.დავუმატოთ კვერცხი და რძე,მოვურიოთ კოვზით.

ფქვილი,შაქარი,სოდა და გამაფხვიერებელი ერთმანეთს  შევურიოთ.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ თხევადი  მასა და კოვზით მოვურიოთ.არ შევეცადოთ მასა გახდეს ერთგვაროვანი.შოკოლადის მაფინების მოსამზადებლად, აუცილებელია ,იყოს ცომში კოშტები.

ცომს დავუმატოთ 100 გრ.ფქვილში ამოსვრილი ალუბლის ცუკატი ან დაკურკული ალუბალი.მაფინის სილიკონის  ფორმა მთლიანად ავავსოთ ცომით.ცომში არსებული კოშტები ხელს შეუშლის ცხობისას,ცომის ფორმიდან გადმოსვლას და მაფინები გამოცხვება  მაღალი.

ღუმელში შედების წინ, მოვაყაროთ ზემოდან  მცირეოდენი შაქარი ზემოდან,რომ მაფინების თავი გამოვიდეს კნატუნა და წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად 15-20 წუთი.

თუ მაფინებს ვაცხობთ  მეტალის ფორმაში,მაშინ ფორმას წავუსვათ ზეთი  და მოვაყაროთ ფქვილი ან  ფორმაში ჩავდოთ მაფინის გამოსაცხობი ქაღალდები ,რომლებსაც შევავსებთ ცომით.

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყიყლიყოს კლასიკური და განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები : 2 კვერცხი მწიკვი მარილი 1 ჩ.კოვზი შაქარი 50 მლ.რძე ნახევარი ბატონი ან თეთრი პური ზეთი ან კარაქი შესაწვავად   მომზადების წესები : კვერცხს

პოპულარული,გემრიელი სალათი მიმოზა – მხიარული თაგვები

ინგრედიენტები : 2 მსხვილი სტაფილო 4 კარტოფილი 5-6 კვერცხი ნახევარი თავი ხახვი 1 ორაგულის  ან სარდინის კონსერვი 1  პატარა  მაიონეზი 1 ს.კოვზი ძმარი შაქარი მწიკვი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია