10 (1)

მარწყვის მურაბა და ჯემი ვანილის საოცარი არომატით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

 

ინგრედიენტები მარწყვის მურაბისათვის:

1 კგ.მარწყვი

1 კგ შაქარი

ნახ  ჭიქა წყალი

მარწყვი გავრეცხოთ და გადავარჩიოთ. ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში. ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი.

გავაჩეროთ გრილ  ადგილას რამდენიმე საათით  . მარწყვი წვენს გამოუშვებს და ცალკე გადავწუროთ .

მარწყვის წვენში ჩავასხათ წყალი და მოვადუღოთ,სანამ შაქარი არ გადნება.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ მარწყვი და გავაჩეროთ 4-5 საათი.

ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და მარწყვი მოვხარშოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ასეთივე   პროცედურა ჩავატაროთ კიდევ ორჯერ.

გავუკეთოთ ქილებს პასტერილიზაცია.წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ თავსახურავები,ქილები თავით ქვემოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.

პასტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ  მარწყვის მურაბა,,თავი მოვუხუფოთ  და გადმობრუნებული დავდოთ მაგიდაზე გაცივებამდე.

 

მარწყვის ჯემი ვანილის საოცარი არომატით

    ინგრედიენტები:
    2 კგ.მარწყვი
    900 გრ.შაქარი
    2 შეკვრა შაქრიანი ვანილი
    2 ს.კოვზი ლიმონის წვენი
    ლიმონის ცედრა
                      მარწყვი გავრეცხოთ,ყუნწები მოვაშოროთ,ჩავყაროთ ქვაბში,დავაყაროთ შაქარი,ლიმონის ცედრა,მოვასხათ ლიმონის წვენი.
    ჭურჭელი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე,ვადუღოთ 5 წუთი,დავუმატოთ ვანილი და გავაგრძელოთ დუღილი ,მანამ სანამ მარწყვი არ გახდება რბილი .ჯემს ვურიოთ ხის კოვზით..ვადუღოთ გასქელებამდე.
    ჯემი გავაცივოთ,გადავიტანოთ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

გარგლის პეროგი

ინგრედიენტები: 3 კვერცხი 200 გრ.შაქარი 1 ჩ.კოვზი  შაქრიანი ვანილი 150 მლ ზეთი ( მზესუმზირისა და ზეითუნის) 150 მლ.არაჟანი 150 გრ.გაცრილი ფქვილი 1/2 ჩ.კოვზი სოდა 8

ტორტი ”სპილოს ცრემლები”

ინგრედიენტები: 3 კვერცი 150 გრ.შაქარი 2 ს.კოვზი თაფლი 120 გრ.ფქვილი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი 2 ს.კოვზი კაკაო   კრემი: 500 მლ 33% არაჟანი 120 გრ.შაქრის პუდრა

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე