1463592354_sous-bazhe
5/5

ბაჟე – ყველაზე გემრიელი ქართული კერძი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ქათამი

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

1 ს.კოვზი ბროწეულის წვენი ან ლიმონის წვენი ან ღვინის ძმარი

წყალი  ან ბულიონი – იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

მომზადების წესები :

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი და ღუმელში შევწვათ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ მინანქრის  ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ლიმონის  ან  ბროწეულის წვენი და ღონივრად ვზილოთ ხელისგულით თასის ფსკერზე დაახლოებით 20 წუთი.

საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს ამზადებს ცხელი წყლით ან ბულიონით.

შემწვარი ქათამი დავჭრათ,მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ .ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.

.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here