ინგრედიენტები :
1 კგ.დეკეული
500 მლ.თეთრი ღვინო
100 გრ.ალუჩა
2 კონა ტარხუნა
ნახ. კონა მწვანე ხახვი
1 კონა ქინძი
1 კონა ოხრახურში
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
დეკეულის ხორცი გადავჭრათ შუაზე და გადავშალოთ წიგნივით.დავბეგვოთ ორივე მხრიდან და ზედმეტი ნაწილები მოვაჭრათ.
მწვანილები დავჭრათ, თასში ჩავყაროთ, მოვასხათ ცოტა ღვინო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად შევურიოთ.
ხორცის მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ მწვანილი, კიდეზე ერთ მწკრივად დავალაგოთ ალუჩა და გადავახვიოთ რულეტივით. რულეტი შევკრათ გასტრონომიული ძაფით.
დეკეულის ხორცი გრილზე ან ტაფაზე შევწვათ ყველა მხრიდან. რულეტის შეწვა დავასრულოთ ღუმელში.
ღუმელის ტაფაზე დავასხათ ღვინო, გადავიტანოთ ჩაქაფულის რულეტი და 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი შევწვათ.
წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია