ინგრედიენტები :
500 გრ.მჭადის ფქვილი
100 მლ. წყალი
ნეშოს ფოთოლი ან შეუწამლავი ვაზის ფოთოლი
თევზის შიგთავსი:
250 გრ.თევზის ფილე
1 ცალი ლიმონი
1 ს/კ კოწახური
დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
კეცი კარგად გავახუროთ.
თევზის ფილეს მოვაყაროთ მარილი წიწაკა,მოვასხათ ლიმონის წვენი და დავამარინადოთ.
მჭადის ფქვილით მოვზილოთ ცომი და დავყოთ გუნდებად.
გახურებულ კეცში ნეშო ჩავაფინოთ.პირველ ფენად მჭადის ცომის სქელი ფენა მოვათავსოთ,შუაში თევზის შიგთავსი მოვაქციოთ და ბოლოს ისევ მჭადის ცომის თხელი ფენა გადავანაწილოთ.ცომზე ზემოდან ნეშოს ფოთლები დავალაგოთ , მეორე გახურებული კეცი დავახუროთ და გამოვაცხოთ ნაკვერცხალში.
წყარო:იუთუბი, გადაცემა გურმანია 2015 წ.
0