3333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333

ტორტი პრაღა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:

150 გრ.შაქარი
115 გრ ფქვილი
25 გრ.კაკაო
40 გრ  კარაქი
6 კვერცხი

გამაფხვიერებელი ან სოდა საჭირო არ არის,თუ კარგი ღუმელი გვაქვს.

კრემი:
დარბილებული კარაქი 200 გ
კვერცხის გული 1
შესქელებული რძე 120 გ
წყალი 20 მლ
კაკაო 10 გ
ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი
გარგრის ჯემი 60 გ
მინანქარი:
შავი შოკოლადი 80 გ
კარაქი 80 გ

მინანქარი:

80 გრ.შოკოლადი

80 გრ.კარაქი

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ,შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

კრემის მომზადება:

კვერცხის გული,შესქელებული რძე,წყალი შევურიოთ ,დაბალ ცეცხლზე დავდგათ,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

ავთქვიფოთ კარაქი თეთრ ფუმფულა მასად.შევათქვიფოთ მოხარშულლი კრემი და კაკაო.დავუმატოთ ვანილიანი შაქარი.

ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.პირველ ორს წავუსვათ კრემი,მესამეს და გვერდებს კი გარგლის ჯემი(სასურველია,რომ ჯემი გავატაროთ საცერში,რომ ხილის მარცვლები შესამჩნევი არ იყოს).

ზემოდან მოვასხათ მინანქარი ( ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კარაქი).

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ვანილის ნაყინი

ინგრედიენტები: 6 კვერცხის გული 80 გრ.შაქარი 250 მლ.რძე 350 მლ.33% ნაღები ვანილი   ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ. კვერცხის

ატმის მაფინები

ინგრედიენტები: 300 მლ.რძე 300 გრ.კარაქი 150 გრ.შაქარი 3 ატამი 3 ს.კოვზი არაჟანი 1 ჩ.კოვზი სოდა დარიჩინი გემოვნებით⠀ გამოდის 12-15 ცალი შევურიოთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები და

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე