ინგრედიენტები:
400 გრ.ბატკნის ხორცი
50 გრ.დუმა
150 გრ.ბრინჯი
1 თავი თეთრი ხახვი
350 მლ.წყალი ან 150 მლ ბულიონი და 200 მლ.წყალი
1 ს.კოვზი კვლიავი
1 ს.კოვზი ძირა
მარილი,შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესები :
დუმა წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ,დავაყაროთ ხახვი და ერთად ვშუშოთ.შევეცადოთ ხახვი არ დაგვეწვას. წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცი დავაყაროთ და გავაგრძელოთ შუშვა. თან ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას. შუშვის დროს მოვაყაროთ ძირა ,შავი პილპილი და კვლიავი.ბოლოს დავაყაროთ ბრინჯი და 2 წუთი მოვხალოთ ხორცში და ცხიმში.
ქვაბში ჩავასხათ წყალი,ბულიონი და დაველოდოთ კერძის მომზადებას.
მზა კერძი შევაზავოთ მარილით.
1+