Без названия (32)
5/5

უგემრიელესი ცხარე “სალიანკა” შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ძროხის ხორცი -1 კგ

კარაქი -120გრ

ტომატი – 2 ს.კ

პურის ფქვილი – 1 ს.კ

ნიორი 3-4 კბილი

ქინძი – 1 კონა

ხახვი-4-5 თავი

ხმელი ქინძი- 0,5 ჩაის კოვზი

შავი პილპილი გემოვნებით

წიწაკა წითელი ჭარბად

მარილი- გემოვნებით

2-4 მჟავე კიტრი

მომზადების წესები :

გარეცხილი ძროხის ხორცი დაჭერით  პატარა ზომის  ოთხკუთხედ ნაჭრებად . ჩაყარეთ ქვაბში , დაასხით იმდენი წყალი რომ  ფარავდეს, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ .ხარშვისას მოხადეთ ქაფი, (თუ წყლის დაშრობამდე არ მოიხარშა, დაუმატეთ წყალი ).როცა ხორცი მოიხარშება და წყალიც ჩაშრება , დაუმატეთ კარაქი ,წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ .

2 სუფრის კოვზი ტომატი , 1 სუფრის კოვზი პურის   ფქვილი  გახსენით ცოტაოდენ წყალში  და შეურიეთ მოშუშულ ხორცს, თან შეავსეთ წყლით სასურველ სისქემდე (კერძი ძალიან თხელი არ უნდა იყოს ),წამოდუღებისთანავე ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი ,ქინძი .”სალიანკა”შეაზავეთ ხმელი ქინძით , მარილი და შავი წიწაკით.კერძს გემოვნებით დაუმატეთ წითელი წიწაკა ,.დაფნის ფოთოლი.ადუღეთ 5-6 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილის პიურესთან , შემწვარ კარტოფილთან , მოხარშულ მაკარონთან ან ვერმიშელთან ერთად.

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი.

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here