3333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333

ანანასისა და თეთრი შოკოლადის ტორტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

7 კვერცხი

200 გრ.შაქარი

120 გრ.ფქვილი

75 გრ.სახამებელი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ ღუმელი არ გვივარგა

ვანილი

ინგრედიენტები კრემისათვის;

600 მლ.რძე

180 გრ.შაქრის პუდრა

250 გრ.კარაქი

100 გრ.თეთრი შოკოლადი

5 ს.კოვზი ფქვილი

ვანილი

1 ქილა ანანასის კონსერვი

 

ბისკვიტის მომზადება:

საცხობ ფორმაში გვერდებზე და ძირში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხის ცილა მიქსერით ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,ნელ-ნელა შევურიოთ შაქარი და მოვამზადოთ ბეზე.ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული.

ხის ნიჩბით კვერცხის ცილაში შევურიოთ ჯერ გათქვეფილი კვერცხის გული ,შემდეგ მშრალი ინგედიენტები.ცომი გადავიტანოთ ფორმაში.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემის მომზადება:

რძე გავყოთ ორ ნაწილად.ერთ ნაწილში გავხსნათ ფქვილი,მეორე კი წამოვადუღოთ.ცხელ რძეში ჩავასხათ ფქვილიანი ცივი რძე .განუწყვეტლივ ვურიოთ და მოვადუღოთ გასქელებამდე..

მასა გადმოვიღოთ ცეცხლიდან,სწრაფად ჩავყაროთ გახეხილი თეთრი შოკოლადი ,მოვურიოთ  და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

ნაღების კარაქი ცალკე ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად და შევათქვიფოთ მოხარშული  კრემი.

ტორტის ბისკვიტის ფენები დავნამოთ ანანასის კონსერვის წვენით.ფენებს შორის წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ანანასი და მოვრთოთ ზემოდან იგივე კრემით.

 

 

 

 

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მანდარინის კექსი

ინგრედიენტები: 125 გრ.ფქვილი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი 150 გრ.კარაქი 125 გრ.შაქარი 150 გრ.ნიგოზი და თხილი ერთად 4 მანდარინი 3 კვერცხი 1 ცალი შოკოლადის ფილა მანდარინის ნაჭრები

ატმის კოქტეილი

ინგრედიეტები: 2 ატამი ან მანგო 300 გრ.ნესვი შაქარი სურვილისამებრ ყინული. თუ ხილი საკმარისად ტკბილი არ არის,მაშინ შაქრისა და წყლისაგან მოვდუღოთ 1:1 სიროფი. სიროფი გავაგრილოთ და

როგორ ავკრიფოთ თვლები ჩხირებზე

ქსოვას ვიწყებთ თვლების აკრებით.გადმოვახვიოთ გორგლიდან ორი იმდენი ძაფი ,რა სიგანის ნაქსოვიც გვინდა მივიღოთ. მაგ: თუ  გვსურს მივიღოთ 55 სმ-ის ზურგი ,უნდა ავკრიფოთ 110-125 სმ-ის ან

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე