ინგრედიენტები 2 საშუალო ზომის პასკისათვის ;
5 საშუალო ზომის კვერცხი
150 გრ.შაქარი
25-30 მლ.რძე
6 გრ.საფუარი (საფუარი უნდა იყოს ვადიანი)
180 გრ.ნაღების კარაქი
380 გრ.ფქვილი
70 გრ.ქიშმიში
70 გრ.ცუკატი
ილი,მუსკატის კაკალი,დარიჩინი,ჯანჯაფილი(დანის წვერით)
1 ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა.
მომზადების წესები :
ქიშმიში,ცუკატი წინასწარ გავრეცხოთ,ქაღალდის ხელსახოცხე დავყაროთ და ისე შევამშრალოთ.
ფქვილი საფუარი,მარილი ,სანელებლები ერთმანეთში შევურიოთ.
კარაქი გავაცივოთ და კუბებად დავჭრათ.
თასში მოვათავსოთ კვერცხი.დავუმატოთ რძე ,შაქარი და მიქსერით გავთქვიფოთ.მასას შევათქვიფოთ ფქვილი .
ცომს მიქსერით (შესაძლებელია ხელითაც,მაგრამ ძალიან რთულია)შევაზილოთ ცალ-ცალკე კარაქის კუბები და დაახლოებით 15-20 წუთი ვზილოთ.
ცომი გახდება ელასტიური,რეზინასავით წელვადი.
პასკის ცომი დიდი ზომის თასში გადავიტანოთ,ქსოვილის ტილო გადავაფაროთ და 3-4 საათი მოვათავსოთ თბილ ადგილას.
ამოსული ცომი წრიული მოძრაობებით ფრთხილად ჩავზილოთ.თასს გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი დამინიმუმ 5 საათი(უმჯობესია, თუ გავაჩერებთ მთელი ღამე) შევინახოთ მაცივარში(ქვედა თაროზე).
ცომი მაცივარში ძალიან ნელა ამოსვლას გააგრძელებს.
დილით გამოვიტანოთ კულჩის ცომი და ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ,შევურიოთ ცუკატები,ლიმონის ცედრა,ქიშმიში.
ცომი გადავანაწილოთ 1/3 -ზე ფორმებში,ტილო გადავაფაროთ და დაველოდოთ, სანამ მესამედ ამოვა.
ამოსულ პასკის ცომს თავზე წავუსვათ კვერცხის გული(1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ს.კოვზ წყალთან ერთად) და 170 გრადუსზე 40-60 წუთის
განმავლობაში გამოვაცხობთ.პასკის ცხობისას სასურველია ,რომ პირველი 15 წუთი ღუმელი არ გამოვაღოთ.
გამომცხვარი კულიჩი გავაცივოთ და გავაფორმოთ სურვილისამებრ.