ფილო სიფრიფანა ცომის ფირფიტებია.მას ხშირად იყენებენ აღმოსავლეთ,ბერძნულ,თურქულ და ლიბანურ სამზარეულოში სხვა და სხვა დესერტების,ღვეზელების მოსამზადებლად.
ინგრედიენტები:
400 გრ.ფქვილი
1 გრ. მარილი
2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ს.კოვზი თეთრი ძმარი
150 მლ წყალი
მომზადების წესები:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ელასტიური ცომი,გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 15-20 წუთი , შემდეგ ისევ გადავზილოთ.
ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი.
ყველი სახეხზე გავხეხოთ და 1 კვერცხი შევურიოთ .
ცომი(მთლიანი ულუფა) დავყოთ თანაბარ ნაწილებად.თითოეულს ბურთის ფორმა მივცეთ.
სანამ ერთს დავამუშავებთ,დანარჩენებს გადავაფაროთ პარკი ან პირსახოცი.
ბურთულები გავიყვანოთ, ფქვილმოყრილ მაგიდაზე ,ძალიან თხლად გავაბრტყელოთ .
ფილოს ორი ფირფიტა ავიღოთ.თითოეულს ზემოდან ზეთი წავუსვათ და ერთმანეთზე მოვათავსოთ. ყველი ნახევარ მხარეს წავუსვათ და
მივცეთ სამკუთხედის ფორმა.ზემოდან გათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ.ღუმელში 10-15 წუთი 200 გრადუსზე გამოვაცხოთ .
რჩევა:
ფილოს ცომი ძალიან მალე გამოშრება.თუ მას გამოყენებამდე ვინახავთ,მაშინ გაბრტყელებულ ფირფიტას ჯერ პარკი გადავაფაროთ,შემდეგ კი სველი პირსახოცი.