ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით გამოვაცხობთ 2 საშუალო ზომის კულიჩს.
ინგრედიენტები :
ოპარა:
ფქვილი 100 გრ
რძე 190 გრ
შაქარი 1 ს.კოვზი
მშრალი საფუარი 7 გრ.
ძირითადი ცომი :
ფქვილი 400 გრ
ცხიმიანი არაჟანი 200 გრ
კვერცი 3 ცალი
შაქარი 240 გრ
კარაქი 125 გრ
მარილი 1/4 ჩ.კოვზი
ქიშმიში შავი და ცუკატები 70 გრ.
რომი 2-3 ს.კოვზი
ცედრა ფორთოხლის ან ლიმონის 1 ს.კოვზი (სურვილისამებრ)
ვანილი და კულიჩის სუნელები ( კოჭა,ილი,მუსკატის კაკალი ,მიხაკი,დარიჩინი)სურვილისამებრ.
მომზადების წესები :
ქიშმიში ,ცუკატები გავრეცხოთ, ,წინა ღამით ჩავალბოთ თბილ წყალში.დამბალი ქიშმიში გადავწუროთ ,გავამშრალოთ და დავასხათ რომი.
ფქვილს დავუმატოთ მარილი.
მოვამზადოთ ოპარა: რძე, საფუარი ,შაქარი და ფქვილი შევურიოთ და ასაფუებლად თბილ ადგილას გავაჩეროთ 20 წუთი.
მიქსერით ცალკე ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა( გული შევინახოთ)შაქართან ერთად გათეთრებამდე, შევურიოთ არაჟანი,ცედრა ,სუნელები ,ვანილი და ოპარა. შემდეგ კი ულუფობით, ხის კოვზის გამოყენებით , შევურიოთ ფქვილი.ცომს სუფთა ტილო გადავაფაროთ და ასაფუებლად გავაჩეროთ თბილ ადგილას.ამოსულ ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპარატურაზე დარბილებული კარაქი და კიდევ ავაფუოთ.
აფუებულ ცომში შევურიოთ ქიშმიში ,გადავანაწილოთ ქაღალდის ფორმებში.
ცომით ქაღალდის ფორმები 1/3- მდე უნდა შევავსოთ,წავუსვათ კვერცხის გული და ფორმაში კიდევ ამოვიყვანოთ.
პასკა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.ცხობისას თავზე გადავაფაროთ ფოლგა,რომ არ დაგვეწვას. თუ ჩვენი ღუმელი არ ვარგა,მაშინ შევდგათ წყლით სავსე ჭურჭელი,რომ პასკას გამოცხობის დროს ძირი არ დაეწვას.