242228972_571363237438657_3598126620029323230_n
5/5

სადღესასწაულო ტორტი ” სენატორი ” თუ ” იმპერატორი ” -ქართული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

დღეს მოგართვით მისი აღმატებულება იმპერატორის რეცეპტი.ზოგიერთი ამ დესერტს სენატორს უწოდებს.საბჭოთა ქართველი ქალი დედის  რეცეპტების რვეულში ამ ტორტის რეცეპტსაც შევხვდებით,რაც ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ბავშვობაში გვაბრუნებს.

ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისათვის :

10კვერცხი

10 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა საფანელი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

ვანილი

მარილი

მომზადების წესები :

შევურიოთ საფანელი, ფქვილი, გატარებული ნიგოზი, ვანილი და ნარილი .მიღებული მასა გავცრათ.

კვერცხის ცილისა და შაქრისაგან ამოვიყვანოთ ბეზე მიქსერით,შემდეგ  შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

გოგლი -მოგლს ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და სოდა ძმრით.

ფორმაში ჩავაფინოთ ქარალდი,ჩავასხათ ცომი და 179 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ბისკვიტი გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში.

ასეთივე წესებით ვაცხობთ მეორე ბისკვიტს.

კრემი :

12 კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი ყავა

12 კოვზი შაქარი

2 ქილა შესქელებული რძე

800 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,შესქელებული რძე,ყავა,შაქარი შევურიოთ ერთმანეთს.ეს ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე,ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი ცოტა ბუშტუკები წამოვა იქვე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ და ულუფობით შევათქვიფოთ მიღებულლი თხევადი მასა.

ბეზე:

12 კვერცხის ცილა

3 ჭიქა შაქარი

მარილი

3 დანის წვერი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბეზე და 3-5  წუთი შემოვდგათ ორთქლის  აბაზანაზე.გნუწყვეტლივ ვთქვიფოთ .ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი .ამით მივხვდებით რომ ბეზეორტქლზე დამუშავდა და  გადმოვდგათ.

თუნუქის ფირფიტას მოვუსვათ ცხიმი,დავაცრათ ფქვილი და ცივ ფირფიტაზე დავასხათ ბეზე.პირველი 10 წუთი გამოვაცხოთ 120-130 გრადუსზე და შემდეგ 90 გრადუსზე 3-4 საათი გამოვაშროთ.

მოხალული ნიგოზი დავჭრათ.

შემდეგ ფორმას დანა ირგვლივ შემოვატაროთ და გადმოდის ძალიან ადვილად.

ავაწყოთ ტორტი :ბისკვიტი- კრემი-ბეზე- ბისკვიტი-კრემი- მოხალული ნიგოზი.

თუ ზემოდანაც გვინდა ბეზეებით გავაფორმოთ,ვამზადეთ იგივე წესით,დავსვათ ფირფიტაზე მოსართავი ფორმით და გამოვაცხოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

00 ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

00 ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here