kapusta8-1
5/5

კომბოსტოს მწნილი ჭარხლით – ქართული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები ორი სამკილოიანი ქილისათვის :

3კგ.კომბოსტო

1 დიდი ზომის ჭარხალი

3-4 კბილი ნიორი

1 პატარა კონა ნიახური

მარინადისათვის:

3 ლიტრი წყალი

1 ჭიქა შაქარი

9 სუფრის კოვზი მარილი

50 მლ.70% ძმარი

5 დაფნის ფოთოლი

7 ბაჰარის მარცვალი

10 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადების წესები :

კომბოსტო გავჭრათ 8 ნაწილად.თითოეულს ამოვაჭრათ მურკი.

ჭარხალი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხლად.

ნიორი გავფცქვნათ, წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, დავჭრათ და ნიახური გავრეცხოთ.

მზა ინგრედიენტები ფენებად ჩავაწყოთ ქილაში : კომბოსტო,ჭარხალი,ნიახური,წიწაკა,ნიორი

მოვადუღოთ მარინადი თ ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი,ჩავაგდოთ დაფნის ფოთლები და ვადუღოთ ერთი წუთი. მარინადი გადმოვიღოთ ცეცხლიდან,  დაფნის ფოთლები ამოვიღოთ,გავაჩეროთ 10 წუთი და ჩავასხათ ძმარი.მოვურიოთ კარგად.

ცხელი მარინადი დავასხათ კომბოსტოს,ისე რომ სითხემ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული,დავაფაროთ თავსახური ( არ მოვხუფოთ),გავაჩეროთ 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.ამის შემდეგ მწნილი მზადაა.

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

სადღესასწაულო ტორტი ” სენატორი ” თუ ” იმპერატორი ” -ქართული სამზარეულო

დღეს მოგართვით მისი აღმატებულება იმპერატორის რეცეპტი.ზოგიერთი ამ დესერტს სენატორს უწოდებს.საბჭოთა ქართველი ქალი დედის  რეცეპტების რვეულში ამ ტორტის რეცეპტსაც შევხვდებით,რაც ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ბავშვობაში გვაბრუნებს.

ტოლმა კომშით

ინგრედიენტები  : 1 ცალი კომბოსტო 1000 გრ.შერეული ფაში 100 გრ. მრგვალი ბრინჯი 2-3 კომში 1 დიდი ზომის ხახვი 2 -3 დიდი ზომის პამიდორი 3-4 კბილი

ჭარხლის სამარხვო სალათა

ინგრედიენტები : 1 კგ ჭარხალი 2 კბილი ნიორი 1 კონა ქინძი 50 გრ.ნიგოზი სურვილისამებრ  პრასი თვალზომით ან 1 პატარა კონა კამა 1  დიდი ბროწეული (

ჭარხლის სალათა

ინგრედიენტები : 300 გრ.ჭარხალი 1 მჟავე კიტრი 2 კვერცხი ~1 პატარა ვაშლი 50 გრ.ყველი 3 სუფრის კოვზი მაიონეზი 1 ჩ.კოვზი მდოგვი 90 გრ.ნიგოზი 1 პატარა

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here