ინგრედიენტები :
4 კგ.დაჭრილი კომნოსტო
1-2 სტაფილო
3 დაფნის ფოთოლი
4 სუფრის კოვზი მარილი
3-4 კბილი ნიორი, შეგიძლიათ არც დაუმატოთ
12 ცალი შავი წიწაკის მარცვლები სურვილისამებრ
მომზადების წესები :
დაჭრილი კომბოსტო დავყაროთ თასზე შევურიოთ გახეხილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი ( 10 კილოგრამ კომბოსტოზე 400 გრ.მარილი) და ავურიოთ.კომბოსტოს ფურცლები
კომბოსტო გადავიტანოთ ჭურჭელში და თანდათანობით ვტკეპნოთ ხელით ან ქვიჯის სანაყით და თან ფენებს შუა ჩავაყოლოთ ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები ( სურვილის მიხედვით) და დაფნის ფოთოლი.
როცა კასრი თავამდე აივსება ,დავაფაროთ კომბოსტოს მთელი ფოთლები,დავაფაროთ ფიცარი ან თეფში და დავადოთ სიმძიმე. გავჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღე .
რაც მაღალია ტემპერატურა ოთახში,მით უფრო სწრაფად დამჟავდება კომბოსტო.კომბოსტო დიდხანს არ გავაჩეროთ ოთახში,რომ არ გადამჟავდეს.
ყოველდ დღეში ორჯერ მწნილს მოვხადოთ თავი და ხის ჯოხი ბოლომდე რამოდენიმე ადგილზე ჩავარჭოთ ,რომ მჟავე ჰაერი გამოვუშვათ.
მესამე დღეს კომბოსტო გავწუროთ. სითხე შეგვიძლია არ გადავღვაროთ და გამოვიყენოთ ბორშის მოსამზადებლად.
გაწურული კომბოსტო გადავიტანოთ მინის ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას.