ვაშლის მრავალი ჯიში მდიდარია პექტინით და ჟელის დასამზადებლად საჭირო არ არის ჟელატინის, აგარის აგარის დამატება. ამ რეცეპტით გამოდის ბევრი ჟელე და ინახება დიდი ხნის განმავლობაში,
ვაშლის ჟელედან ადვილია არა მხოლოდ გემრიელი, არამედ საოცრად ლამაზი დესერტების დამზადება. გარდა ამისა, ეს არის დამოუკიდებელი დესერტი ჩაისთვის, მასთან ერთად თქვენ დაუყოვნებლივ დაივიწყებთ შეძენილ მარმელადებს.
ინგრედიენტები :
5 კგ.ვაშლი ნებისმიერი ჯიშის
1 ლიტრა ვაშლის წვენზე 650 გრ.შაქარი
2 ლიტრი წყალი
ლიმონმჟავა
მომზადების წესები :
ვაშლს მოვაშოროთ ყუნწი და დაზიანებული ადგილები.გავრეცხოთ და გავჭრათ 4 ნაწილად.
ავიღოთ დიდი ზომის სქელძირა ქვაბი,ჩავყაროთ ვაშლის ნაჭრები,დავასხათ წყალი. სითხე არ უნდა დავუმატოთ ბევრი, თორემ გაგვიჭირდება სქელი ჟელეს მოდუღება.
ქვაბს დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ ჩაქნამდე.
ღრმა თასში ჩავდოთ საწური, ჩავაფინოთ 3 ფენა მარლა,გადავიტანოთ მოხარშული ვაშლი წვენით და გავაჩეროთ მთელი ღამე.მასის ხელით გაწურვა,რეკომენდირებული არ არის.
დაწურული ვაშლის რბილობი გავატაროთ საცერში.მივიღებთ ვაშლის პიურეს,რომელიც შეგვიძლია გავყინოთ შემდგომი გამოყენებისათვის.
ავწონოთ სითხე. და ერთ ლიტრ ვაშლის წვენს შევურიოთ 650 გრ.შაქარი.შაქრის რაოდენობას აქვს დიდი მნიშვნელობა ჟელეს წარმოქმნაში.
ვაშლის წვენი ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე,შემდეგ დავუწიოთ და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ.წარმოქნილი ქაფი პერიოდულად მოვქაფოთ და ვადუღოთ 1- 1,5 საათი.
როცა ვაშლის წვენი ჩასქელდება,ფერს შეიცვლის და ქაფი გახდება წებოვანი,ჟელე მზად არის.
ჟელე ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,მოვხუფოთ ,გაგრილდება და შესქელდება.