კურდღელი ძალიან ფრთხილი ცხოველია .დიდი ყურების წყალობით ,ის მომენტალურად იჭერს ნებისმიერ ხმას. მასზე ნადირობის სეზონი,როგორც წესი,ოქტომბერში იწყება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კურდღლის დაჭერა სურს მონადირეს -თეთრის თუ რუხის.ნებისმიერ შემთხვევაში, მას დიდი მოთმინება მართებს. გამოცდილი მონადირეები ამას გაკვალვასაც უწოდებენ. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ცხოველი ცინცხალი ნაკვალევით და ამასთანავე, არ შეაშინოთ ის სხვადასხვა ხმით. იმისათვის,რო ნადირობა წარმატებული გამოდგეს, მონადირეს როლის ოსტატი უნდა იყოს, ვინაიდან მას მხოლოდ ერთი ცდა აქვს. თუკი მიზანს ვერ მოახვედრებთ,კურდღელს შეეშინდება დაგაიქცევა.
ეს, ერთი შეხედვით, უვნებელი ცხოველ იძალიან ჭკვიანი და გაიძვერაა. მას ადვილად შეუძლია კვალის არევა ისე, რომ ყველაზე გამოცდილმა მონადირემაც კი შეიძლება ვერ მიაგნოს. მაგრამ, გამოუცდელი მონადირეც გაარჩევს, რომელ კურდღელს ეკუთვნის კვალი -თეთრს თუ რუხს. რუხს მოგრძო თათი აქვს, ხოლო თეთრს -უფრო დიდი და მრგვალი. გარდა ამისა, ისინი ასევე სხვადასხვა ადგილას იმალებიან. რუხი ფერის კურდღელი ღია სივრცეში წვება, ხოლო თეთრი ძნელად მისაწვდომ ადგილებში იმალება. კურდღლის დაჭერა შესაძლებელია ,თუკი ჯერ მის ნაკვალევს გაარჩევთ, შემდეგ კი, სამალავს მიაგნებთ. ამ ორ სახეობას საერთო თვისება მაინცაქვთ: ისინი თოვლში ღრმად იმალებიან დაზ ედაპირზე პატარა ნაპრალს ტოვენებ ცხვირისთვის. ასე რომ, ფაქტბორივად, სრულიად შეუმჩნეველ ნირჩებიან.
ნადირობის დაწყებამდე მონადირემ უნდა შეისწავლოს კურდღილს განრიგი. საკუთარი უსაფრთხოებისთვის, კურდღლები ღამით იკვებებიან, ხოლო დღისით სძინავთ დაწინასწარ ხლართავენ საკუთარ ნაკვალევს. ხანდახან ისინი თავიანთ კვალს ერთბაშად რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით ტოვებენ, რათა მონადირე დააბნიონ.ამიტომაც, დროის ფუჭად დაკარგვი სმაგივრად,თქვენ კვალის განშტოებები უნდა იპოვოთ.
და ბოლოს, წარმატებული ნადირობის წინაპირობა იმ ადგილის თავისებურებები სწინასწარი შესწავლაა,სადაც კ ურდღლები ბინადრობენ.