ყველა მონადირე მიცის, რომ წარმატებული ნადირობისთვის საჭიროა ძაღლი. სანადიროდ ძაღლის წაყვანის ტრადიციას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. არსებობს ძალიან ბევრი ჯიშის მონადირე ძაღლი და ყველა მათგანს სხვადასხვ აფუნქცია აქვს.შესაბამისად, ყველ ამონადირე საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით ირჩევს ძაღლს. მწევარი განსაკუთრებულად ლამაზია და ელეგანტურია, ლაიკა მშრომელი დაერთგული, გონჩის საოცარი სმენა აქვს და თანაც,ისინი დაუღლელებიარიან. დიდი პოპულარობით სარგებლობენ ასევე ე.წ. სოროს ძაღლები დასპორტული ძაღლები.
ყველა ძაღლს უნიკალური ხასიათი აქვს. საკუთარი თავისთვის ასისტენტის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მონადირე ძაღლს უნდა ჰქონდეს სამუშაო თვისებები, რაც დასტურდება დიპლომითა და ექსტერიერით ანუ გარეგნული მახასიათებლებით. მონადირეს სჭირდება ძაღლი შესანიშნავი რეფლექსებით, რათა მან ასწავლოს,როგორ უნდა მიაგნოს ციყვს, კურდღელს ან თუნდაც, მელას. ძაღლის ქცევა იმდენად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ის თქვენთვის ნამდვილ თანაშემწედ გამოდგეს და ტვირთად არ დაგაწვეთ. რაც მთავარია, სანადიროდ ძაღლის შეძენამდე შეისწავლეთ კონკრეტული ჯიშის ყველა ჩვევა და მახასიათებელი, იმის გათვალისწინებით, რომ შინაური ცხოველი თქვენს ტემპერამენტს ესადაგებოდეს.