ინგრედიენტები :
2 კგ.ლეღვი
2 ჭიქა წყალი
1 ჭიქა შაქარი.
მომზადების წესები :
მწიფე ლეღვებს მოვაშოროთ ყუნწები, ჩავაწყოთ წყალში და გავეცხოთ, შემდეგ დავაწყოთ თუშფალანგზე დასაწრეტად.
5 ლიტიან ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ქვეშ გამანაწილებელი დავუდოთ ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი.
ადუღებულ სიროფში ჩავყაროთ ლეღვები,დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 5-7 წუთი.
5-7 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ ,გავაციოთ .
თითოეული მათგანი მოვაქციოთ ხელისგულებს შორის და ოდნავ გავაბრტყელოთ.
გაწურული ლეღვები დავალაგოთ ბადეზე ( თუ არ გვაქვს,მაშინ ფიცარზე) და გადავაფაროთ მარლა და მზეზე 4-5 დღე გავაშროთ.
50-60 სმ სიგრძის ძაფზე ავასხათ ლეღვები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, დავკიდოთ გაშლილად, რამდენიმე დღეში იქნება მზად.
თუ 2 ჭიქა წყალში ჩავყრით 2 ჭიქა შაქარს და ლეღვს მოვხარშავთ 12-15 წუთი, მაშინგამოშრობის შემდეგ მივიღებთ ცუკატებს.