ბადრიჯანი 1 კგ
პამიდორი 1 კგ
სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა – 3 ცალი
სტაფილო – 1 ცალი
ზეთი 200 მლ
ნიორი 200 გრ
სულგუნი 200 გრ.
რაჰანი(ბაზილიკი) მწვანე და წითელი 100 გრ
ქინძი 100 გრ
პილპილი,მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
გარეცხეთ ბადრიჯანი და პამიდორი.
ბადრიჯანი გათალეთ , პამიდორი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ბადრიჯანი ნახევრად შეწვით ზეთში ცალ-ცალკე.
დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პამიდორი, სურვილისამებრ გახეხილი სტაფილო და მრგვლად დაჭრილი ბულგარული და შუშეთ 5 -10 წუთი.
მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი, პილპილი, მარილი ,შუშეთ 2- 3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მზა აჯაფსანდალი მოვათავსოპთ კეცზე.
ყველი სულგუნი დავჭრათ თხლად, დავაწყოთ ბოსტნეულზე და შევდოთ გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან მოიბრაწება.
ბევრი ახალგაზრდა მზარეული აჯაფსანდალს მწვანილებიდან უმატებს მხოლოდ და მხოლოდ ორეგანოს, რომელიც კერძს განსხვავებულად გემრიელ გემოს აძლევს.