როგორ გავაოცოთ მეუღლე და გავახაროთ ბავშვები? მოვამზადოთ საოჯახო ნაყინი კონსერვანტების გარეშე.ამისათვის სულ სამი ინგრედიენტია საჭირო : ნაღები, შედედებული რძე და ვაფლის ფირფიტები
ინგრედიენტები :
1 ქილა შედედებული რძე
500 მლ. 33% ნაღები
ვაფლის ფირფიტები
ვანილი
მომზადების წესები :
ცივი ნაღები კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ შედედებული რძე, ვანილი და ერთი საათი შევდოთ საყინულეში.
ფორმაში ჩავაფინოთ ერთი ვაფლის ფირფიტა, თანაბრად ,გადავანაწილოთ ნაყინის მასა,დავაფინოთ მეორე ვაფლის ფირფიტა და რამოდენიმე საათი შევდოთ საყინულეში.
ნაყინი დავჭრათ ნაჭრებად .
ეს დესერტი ძალიან გემრიელია.
რჩევა : თუ მოხარშულ შედედებულ რძეს გამოვიყენებთ ნაყინის მოსამზადებლად,მივიღებთ ძალიან გემრიელ კრემბრულეს.
0