რევანი კლასიკური დესერტია, რომელიც თურქულ სამზარეულოში ოსმალეთის იმპერიის დროიდან არსებობს. მას ზოგჯერ რაბანსაც უწოდებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ დესერტმა მიიღო სახელი რევანი, როდესაც XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს ქალაქი ერევანი. რევანის ბრძოლამ (ასე ერქვა იმ დროს სომხეთის დედაქალაქს) სახელი მიანიჭა ამ ცნობილ დესერტს.
ასევე არსებობს ვერსია, რომ სახელი რევანი მომდინარეობს პოეტის რევანის სახელიდან, რომელიც მე -15 და მე -16 საუკუნეებს შორის ცხოვრობდა თურქეთში.
ინგრედიენტები :
3 კვერცხი
1,5 ჭიქა მანანის ბურღული
0,5 ჭიქა შაქარი
1 სუფრის კოვზი მაწონი
1 ჭიქა ზეთი
1 ჭიქა ფქვილი
10 გრ.გამაფხვიერებელი
ვანილი
შერბეტი მოსასხმელად:
3 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა წყალი
ლიმონის წვეთები
მომზადების წესები :
პირველ ეტაპზე მოვამზადოთ შერბეტი: წყალი და შაქარი ერთად ვადუღოთ 10 წუთი,ბოლოს შევურიოთ ლიმონის წვენი.
მოვამზადოთ ბისკვიტი:
მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი და შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები .
თუნუქის ფირფიტას წავუსვათ კარაქი.
ფირფიტაზე ტანაბრად გადავანაწილოთ ცომი და გამოვაცხოთ 20-25 წუთი 160 გრადუსზე.
ოდნავ გაგრილებულ ნამცხვარს მოვასხათ ცივი შერბეტი.
რევანი დავჭრათ ნაჭრებად. მოვაყაროთ თხილი . ეს თურქული დესერტი ძალიან გემრიელია!