“Kad-nbudu” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ქალის ბარძაყი. კატლეტს , ალბათ მას კატლეტების ფორმა აქვს. თურქული კატლეტები ძალიან წვნიანია და აქვს ხრაშუნა ქერქი.
ინგრედიენტები :
500 გრ.საქონლის ფარში
1 კვერცხი
1 თავი ხახვი
50 გრ. ბრინჯი
300 მლ. წყალი
1/3 ჩაის კოვზი კუმინი( ძირა )
მარილი და პილპილი გემოვნებით
შესაწვავად :
3 კვერცხი
ზეთი
სუხარი
მომზადების წესები :
ბრინჯი მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად.
ხახვი მოვშუშოთ 2 სუფრის კოვ ზეთში ტაფაზე და შემდეგ მასთან ერთად მოვშუშოთ 250 გრ.ფარში.
მოშუშული ფარში ხახვთან ერთად შევურიოთ ნედლ ფარშს, დავაყაროთ ბრინჯი, დავუმატოთ კვერცხი, სანელებლები, მოვზილოთ კატლეტის ცომი და დავამზადოთ კატლეტები .
კვერცხი გავთქვიფოთ.
კატლეტები ჯერ ამოვსვაროთ საფანელში ,შემდეგ კვერცხში და შევწვათ.
ეს კერძი ძალიან გემრიელია !