შოკოლადის დაკუაზი(ბისკვიტი)
120 გრ.ნუშის ფქვილი
150 გრ.შაქარი
6 კვერცხი
25 გრ.ფქვილი
25 გრ.კაკაო
60 გრ.შაქრის პუდრა
დაკუაზი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “სამეფო,ბისკვიტს”,რომელიც გარედან არის კნატუნა და შიგნით,რბილი და ნოტიო,
არ საჭიროებს დანამვას.
კაკაო და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს.
ნუშის ფქვილს შევურიოთ შაქრის პუდრა,ორი კვერცხის ცილა და ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ.
6 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად და შევურიოთ ნუშის მასას.შემდეგ
ჯერ დავუმატოთ ფქვილი კაკაოსთან ერთად და შემდეგ ცალკე ათქვეფილი
4 კვერცხის ცილა.
ბისკვიტი ჩავასხათ 20 სმ დიამეტრის გასაშლელ ფორმაში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე.
ალუბლის ტრიუფელი ასევე შეგვიძლია მოვამზადოთ შოკოლადის ბისკვიტით .
ინგრედიენტები ცხელ წყალზე მომზადებული შოკოლადის ბისკვიტისათვის:
2 ჭიქა ფქვილი
5 ს.კოვზი კაკაო
2 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
1 ჩ.კოვზი სოდა
1 ჩ.კოვზი შაქარი
1 ჭიქა რძე
1/3 ჭიქა ზეთი
ფქვილი,კაკაო,სოდა და გამაფხვიერებელი შევურიოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ,შევურიოთ ზეთი,რძე, შერეული ფქვილი .
ცომს დავასხათ ადუღებული წყალი და კარგად გავხსნათ,ავთქვიფოთ სწრაფად,რადგანაც სოდა
ცხელ წყალში დაიწყებს მოქმედებას.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.
გასაშლელ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი.
ბისკვიტი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
შოკოლადის განაში:
200 გ.შოკოლადი
100 გრ.ნაღების კარაქი
100 გრ 26 % ნაღები
შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ ნაღები და კარაქი.
ალუბლის განაში:
70 გრ.ალუბლის პიურე
100 გრ.შავი შოკოლადი
26% 50 მლ.ნაღები
15 გრ.კარაქი
ნახ. ს.კოვზი შაქრის პუდრა სურვილისამებრ
მომზადების წესი იხ აქ http://localhost/fuck/index.php/2016-09-09-13-15-25/item/519-2018-07-16-04-13-35
ალუბლის კული:
150 გრ.ალუბალის პიურე
50 გრ.შაქარი
8 გრ.ჟელატინი
40 მლ.ცივი წყალი
150 გრ.ალუბლის პიურეს მოსამზადებლად საჭიროა 250 გრ.ალუბალი
ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 -20 წუთი დავდოთ ასაფუებლად.
დალურკული ალუბალი დავაბლენდეროთ,დავაყაროთ შაქარი და ცეცხლზე ვადუღოთ
3 წუთი.
პიურეში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი და კარგად მოვურიოთ.
ავიღოთ 18 სა დიამეტრის გასაშლელი ფორმა,ჩავაფინოთ პლასტიკი და ჩავასხათ ალუბლის კული.
ზემოდან გადავფაროთ პლასტიკი და გაგრილებული შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.
ტრიუფელის კრემი:
90 გრ.შავი შოკოლადი
1 ს.კოვზი შაქრის პუდრა
70 გრ.33% ნაღები
1 ს.კოვზი კონიაკი
ნაღებში 80 გრადუსამდე გავაცხელოთ,არ შეიძლება ადუღება.
ცხელი ნაღები დავასხათ დატეხილი შოკოლადის ფილას .
შოკოლადი ნაღებში გადნება,კარგად მოვურიოთ და ოთახის ტემპერატურაზე დამდნარი კარაქი დავუმატოთ.
კარაქიც გადნება კრემში,მოვურიოთ და ბოლოს შევურიოთ კონიაკი.
კრემი შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათი ან მთელი ღამით.
ცივი კრემი მიქსერით ავთქვიფოთ.
ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.ძირითადი კრემია შოკოლადის განაში.
შოკოლადის განში გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ბისკვიტის ერთი ნაწილის ირგვლივ
გავაკეთოთ წრე.
შუაგული ამოვავსოთ ალუბლის განაშით და ზემოდან დავდოთ ალუბლის კული.
შემდეგ ისევ წავუსვათ ზემოდან რიუფელის კრემი და გავსწოროთ ნიჩბის დახმარებით.
ასევე ავაწყობ დანარჩენ ორ ფენას.ტორტი შევდოთ 1-2 საათი მაცივარში და შემდეგ ირგვლის წავუსვათ შოკოლადის განაში.
მოვრთოთ მერენგით.