დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია
სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე შევინახოთ მაცივარში.
ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის მასას ვუმატებთ დაახლოებით 3 სუფრის კოვზს ( 45-50 მლ) ესენციას.მეტი არ მოგვივიდეს, რომ კულიჩი არ გაამწაროს .
2 ლიმონი და 1 ფორთოხალი
300 მლ.სახლის არაყი ან კონიაკი
2 დაფქული მუსკატის კაკალი
1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი მიხაკი
1 სუფრის კოვზი ილი
2 შეკვრა ვანილი
1 ჩაის კოვზი მარილი
დანის წვერით ჯანჯაფილი, შეგიძლიათ არც დაუმატოთ
1 სუფრის კოვზი შაფრანი ( ყვითელი ფერის მისაცემად )
ლიმონი და ფორთოხალი დავჭრათ, კურკები გამოვაცალოთ ,დავაყროთ დაფქული ინგრედიენტები, შაფრანი, დავასხათ არაყი ან კონიაკი,დავახუროთ თავსახური და მინის ქილით შევდოთ მაცივარში.
გამოყენების წინ საწურში ან ორფენა მარლაში გადავწუროთ.