ინგრედიენტები:
200 გრ. ორცხიბილა
100 გრ.ნაღების კარაქი
გულსართი:
200 გრ.დაკურკული ალუბალი
4 ს.კოვზი შაქარი
30 გრ.ჟელატინი
200 მლ.ალუბლის წვენი
250 გრ.ხაჭო
250 გრ.არაჟანი
ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დავდოთ 20 წუთი ასაფუებლად.
დასაშლელ ფორმაში ჩავაფინოთ ცელოფანი.
ორცხობილა დავაბლენდეროთ,შევურიოთ გამდნარი კარაქი.
ბისკვიტი გადავიტანოთ ფორმაში და ხელით ან კოვზით ფსკერზე ჩავტკეპნოთ.
ფორმა ბისკვიტით შევდოთ მაცივარში 20 წუთი.
ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ არაჟანი,შაქარი,ორთქლზე დამდნარი ნახევარი ჟელატინი.
გულსართი დავასხათ ბისკვიტს და შევდოთ მაცივარში 2 საათი.
ალუბლის წვენი კარგად გავაცხელოთ. მასში გავხსნათ ჟელატინი და დავასხათ ჩიზქეიქს, მოვაყართ დაკურკული ალუბალი.ჩიზქეიქი შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.
0