ეს კერძი უფრო აპეტაიზერია, ვიდრე სრულფასოვანი სალათი, მაგრამ სააღდგომო სუფრზე მდიდრულად გამოიყურება.თეთი ტიტების თაიგული მხიარულ და სადღესასწაულო განწყობაზე დაგვაყენებს.
ინგრედიენტები :
7 კვერცსი
1 მდნარი ყველი
4-5 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მწვანე ხახვი და ოხრახურში გასაფორმებლად
მომზადების წესები :
კვერცხი მოვხარშოთ და დანის წვერით ჩავჭრათ.
ჩაის კოვზით ფრთხილად გამოვუღოთ გული .
ცივი მდნარი ყველი გავხეხოთ.
კვერცხის გულები, გახეხილი მდნარი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი ,მარილი და წიწაკა შევურიოთ.
გულსართი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ამოვავსოთ კვერცხის ცილა.
მწვანე ხახვს მოვაჭრათ თეთრი ბოლო, ის ჩვენ ამ კერძში არ გვჭირდება.
თეფშზე დავდოთ მწვანე ხახვი და ოხრახურში, დავაწყოთ ფარშირებული კვერცხი .
სააღდგომო სალათი მზად არის!