ინგრედიენტები :
1 ჭიქა ფქვილი
100 გრ.კარაქი ან მარგარინი
2 ს.კოვზი კაკაოს ფხვნილი
2 ს.კოვზი შაქარი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
2-3 ს.კოვზი ცივი წყალი
მომზადების წესები :
ფქვილში ჩავახეხოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და ხელთ ავაფხვიეროთ.
შევურიოთ შაქარი,წყალი,მარილი და კაკაო.ცომი სწრაფად მოვზილოთ,რომ არ გაგვითბეს.
ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში 20 წუთი.
ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ ცომი,დავაფაროთ ფოლგა,დავადოთ სიმძიმე( მაგ ლობიოს მარცვლები) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.შემდეგ სიმძიმე მოვაშოროთ,ჩავდოთ სასურველი გულსართი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 5-7 წუთი.
0