ca9456ad89fef6c66a71b99b32dfe05e_M-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

ალუბლის შტრუდელი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

600 გრ.დაკურკული ალუბალი

400 გრ.შაქარი

3 ს.კოვზი სახამებელი

დარიჩინი

ცომი (  სამარხვო ვერსია):

250 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი შაქარი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი ზეთი

200 მლ.წყალი

25 მლ.მცენარეული ზეთი

ცომის მეორე ვერსია :

250 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

250 მლ.წყალი ( ოთახის ტემპერატურის)

2 ს.კოვზი ზეთი

მწიკვი მარილი

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

მომზადების წესები :

ცომი გადავიტანოთ თასში, მოვუსვათ ზეთი ,გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი გავაჩეროთ.

ცომი გაყოთ 2 ნაწილად და შეძლებისდაგვარად გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე.

სამუშაო მაგიდაზე დავაფინოთ ტილო. მასზე დავდოთ გაბრტყელებული ცომი, შემდეგ კი ხელით გავიყვანოთ.

ცომის ფენას მოვკიდოთ ხელი და კიდეებისაკენ გავწელოთ,ისე,რომ არ დაიხეს.ცომი უნდა გაიწელოს ისე,რომ გამოჩნდეს ტილოს დეკორაცია,ხოლო ცომის სქელი კიდეები ჩამოვაჭრათ.

ალუბალს დავაგაროთ შაქარი და მოვხარშოთ. წვენი ვადუღოთ 10 წუთი.

დავუმატოთ დარიჩინი.

წყალში გავხსნათ სახამებელი ,შევურიოთ ალუბლის წვენს ,წამოვადუღოთ და გავაგრილოთ.

100 გრ.კარაქი  ან მარგარინი გავადნოთ.ხელით წავუსვათ ცომს,მოვაყაროთ საფანელი . ცომის ერთ კიდეზე დავდოთ გულსართი და ცომით დავფაროთ.შემდეგ ფრთხილად გადავახვიოთ ტილოს დახმარებით.

გვერდები შევუკეცოთ ან შევაწებოთ,წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი,მივცეთ რკალის ფორმა,გადავიტანოთ

ქაღალდდაფენილ ღუმელის ტაფაზე და გამოვაცხოთ.

გამომცხვარი შტრუდელი გავაგრილოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დავჭრათ ნაჭრებად.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here