ინგრედიენტები :
1 კგ.ალუბალი
1 ჭიქა შაქარი
ნახევარი ლაიმის წვენი
1 ს.კოვზი რომი
მომზადების წესები :
დაკურკული ალუბალი დავაბლენდეროთ,გავატაროთ საცერში.ალუბლის წვენს
შევურიოთ შაქარი,ლაიმის წვენი,რომი.
ალუბლის წვენი ჩავასხათ კონტეინერში,შევდოთ საყინულეში 1 საათი,გამოვიტანოთ მაცივრიდან,ავურიოთ და შევდოთ ისევ 1 საათი საყინულეში.ასე მოვიქცევით 3-ჯერ.
ბოლოს კი შევდოთ საყინულეში 8 საათი.
მეორე ვერსია:
200 გრ.დაკურკული ალუბალი
50 მლ.რძე
1-2 ს. კოვზი ან გემოვნებით შაქარი
დაკურკული ალუბალი დავაბლენდეროთ,დავასხათ რძე,მოვაყაროთ შაქარი და შევდოთ საყინულეში
1 საათი.მომზადების და გაყინვის წესი იგივეა.
0