ინგრედიენტები :
1 მსხვილი სტაფილო
2 ცალი ხახვი
2 ცალი ნიახურის ძირი
1 პრასის ღერო
2-3 ტოტი ოხრახუში
2-3 ქონდარი
2-3 ცალი. დაფნის ფოთოლი
4-5 მარცვალი შავი პილპილი
1 ს.კ. მარილი
მომზადების წესები :
გავასუფთაოთ ხახვი და სტაფილო.
გავრეცხოთ ხახვი, სტაფილო, მწვანილი.
ცტაფილო სიგრძეზე გავჭრათ,ხახვი კი მსხვილად დავჭრათ.
ტაფა ძალიან გავახუროთ და უზეთოტ შევწვათ ხახვი,სტაფილო,
ქვაბში ჩავასხათ ლიტრანახევარი წყალი. შიგნით ჩავყაროთ მშრალად შემწვარი ბოსტნეული,პრასი და ნიახურის ძირები, ვხარშოთ 30 წუთი.
მოხარშვამდე 3-5 წუთით ადრე ჩავყაროთ დაფნის ფოთლები,ქონდარი,სავი წიწაკის მარცვლები და დავამარილოთ.
ცხელ ბულიონს თავზე დავახუროთ და 1-2 საათი გავაჩეროთ.
ბულიონი გავატაროთ საცერში ან მარლაში .
0