წარმოუდგენლად მსუბუქი და დელიკატური ხაჭოს კრემი, რომელიც გამოიყენება ტარტლეტების, შუს ,ეკლერისან სხვა საკონდიტრო ნაწარმისთვის. მე მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი ხაჭოს კრემის რეცეპტი.
ეს არის ძირითადი საბაზისო რეცეპტი, რომლის მომზადებაც მარტივია. არაჩვეულებრივად გემრიელი დესერტი აღმოჩნდება, თუ თქვენს საყვარელ კენკრას დაამატებთ მზა კრემს. ხაჭოსგან კრემის დამზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. სანამ კრემი მაცივარში “დაისვენებს”, შეგიძლიათ გამოაცხოთ ბისკვიტი.
ინგრედიენტები :
300 გრ.ხაჭო
175 გრ.ნაღების კარაქი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
1 შეკვრა შაქრიანი ვანილი
65 გრ.შედედებული რძე
90 გრ.შაქრის პუდრა
მომზადების წესები :
ხაჭო დაბაბლენდეროთ.
175 გრ.კარაქი და შაქრის პუდრა ვანილი ავთქვიფოთ.
ტკბილ კარაქს შევათქვიფოთ ულუფობით შედედებული რძე, დაბლენდერებული ხაჭო და ბოლოს კონიაკი.