ინგრედიენტები :
1 ლიტრა ალუბლის მასა
5 ლიტრა წყალი
250 გრ.შაქარი
მომზადების წესები :
ალუბალი გავრეცხოთ ,დავკურკოთ და რბილობი გავატაროთ ხორცსაკეპში.
ან მასა დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.
1 ლიტრა ალუბლის მასას დავასხათ წყალი ,დავაყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვადუღოთ 5 წუთი.
წაიკითხეთ ალუბლისგან მომზადებული კერძის რეცეპტები.
ალუბლის წვენი ცხელი ჩავასხათ სტერილურ მინის ქილებში ,დავახუროთ თავსახური და მოვხუფოთ.
ალუბლის წვენი ინახება 12 თვე გრილ ადგილას.
0