5ef17ed4d733d4dc3519b291889643fe_M

ალუბლის ქაფქეიქები

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

200 მლ.მაწონი ან კეფირი

400 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი სოდა

3 ს.კოვზი კაკაო

400 გრ.ფქვილი

100 გრ.კარაქი

2 კვერცხი

 

150 გრ.ალუბალი

33%ნაღები

100 გრ.შავი შოკოლადი

 

კვერცხი ავთქვიფოთ 200 გრ. შაქართან ერთად გათეთრებამდე მაქსიმალურ სიჩქარეზე მიქსერით, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. მიქსერის სიჩაქარეს დავუწიოთ და შევათქვიფოთ ჯერ მაწონი( გახსნილი გვაქვს სოდა) და შემდეგ ფქვილი კაკაოსთან ერთად.

ქაფქეიქის ცომით ავავსოთ 3/4 ზე ფორმა და 30 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

 

მოვამზადოთ ალუბლის კრემი.

დაკურკულ ალუბალს დავაყაროთ 200 გრ.შაქარი და მოვადუღოთ ალუბლის სიროფი.ალუბალი ვხარშოთ 3-4 წუთი.სიროფი გადავწუროთ და გავაგრილოთ.

ავთქვიფოთ ნაღები მყარ პიკამდე და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ალუბლის სიროფი.

ქაფქეიქებს გული გამოვუღოთ,ჩავდოთ შიგნით 2-3 ალუბლის მარცვალი,მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და გავაფორმოთ ალუბლის კრემით.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

თხილიანი აჯიკა -გურული სამზარეულო

ინგრედიენტები; 200 გრ.მწარე მწვანე წიწაკა 50 გრ.მწვანე ბულგარული 15 გრ.ნიორი 200 გრ.მაცვლოვანი ქინძი 500 გრ.გარჩეული წიწაკა 20 მლ.ძმარი გადადუღებული წყალი საჭიროებისამებრ 5 გრ.უცხო სუნელი 5

ფილოს ცომი

ფილო სიფრიფანა ცომის ფირფიტებია.მას  ხშირად იყენებენ აღმოსავლეთ,ბერძნულ,თურქულ და ლიბანურ სამზარეულოში სხვა და სხვა დესერტების,ღვეზელების მოსამზადებლად. ინგრედიენტები: 400 გრ.ფქვილი 1 გრ. მარილი 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

მეგრული სამეფო ხაჭაპური

ინგრედიენტები: 500 გრ სულგუნი 300 გრ.იმერული ყველი 300 გრ.სულგუნი თხლად დაჭრილი ინგრედიენტები ცომისათვის: 450 გრ.ფქვილი 1 კვერცხი 1 კვერცხის გული 150 მლ.წყალი 100 მლ.რძე 11

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია