ინგრედიენტები :
200 მლ.მაწონი ან კეფირი
400 გრ.შაქარი
1 ჩ.კოვზი სოდა
3 ს.კოვზი კაკაო
400 გრ.ფქვილი
100 გრ.კარაქი
2 კვერცხი
150 გრ.ალუბალი
33%ნაღები
100 გრ.შავი შოკოლადი
მომზადების წესები :
კვერცხი ავთქვიფოთ 200 გრ. შაქართან ერთად გათეთრებამდე მაქსიმალურ სიჩქარეზე მიქსერით, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. მიქსერის სიჩაქარეს დავუწიოთ და შევათქვიფოთ ჯერ მაწონი( გახსნილი გვაქვს სოდა) და შემდეგ ფქვილი კაკაოსთან ერთად.
ქაფქეიქის ცომით ავავსოთ 3/4 ზე ფორმა და 30 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
მოვამზადოთ ალუბლის კრემი.
დაკურკულ ალუბალს დავაყაროთ 200 გრ.შაქარი და მოვადუღოთ ალუბლის სიროფი.ალუბალი ვხარშოთ 3-4 წუთი.სიროფი გადავწუროთ და გავაგრილოთ.
ავთქვიფოთ ნაღები მყარ პიკამდე და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ალუბლის სიროფი.
ქაფქეიქებს გული გამოვუღოთ,ჩავდოთ შიგნით 2-3 ალუბლის მარცვალი,მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და გავაფორმოთ ალუბლის კრემით.