ინგრედიენტები :
ფქვილი 500 კგ
საფუარი 5 გრ
წყალი 250 მლ
ცოტა მარილი
შიგთავსისათვის:
400 გრ.სვანური სულგუნი
250 გრ.იმერული ყველი
ან 700 გრ.სვანური ყველი ნარჩვი
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
მომზადების წესები :
ნარჩვი სვანური ყველია.მას სვანეთში ამზადებენ სექტემბრის ბოლოს და ინახავენ ხის კასრებში.
ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.
ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.
აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20 წუთის შუალედით.
ცომი გავყოთ 3 ნაწილად.
შიგთავსის მომზადება ;
მწვანე ხახვის მხოლოდ მწვანე ნაწილი დავჭრათ.
სულგუნი და იმერული ყველი გავხეხოთ , შევურიოთ დაჭრილი მწვანე ხახვი
თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 3 გუნდა მოვამზადოთ.
ცომის გუნდა საგლინავით მრგვლად გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.
არაჟანი და კვერცხის გული ერთმანეთში ავურიოთ.ზემოდან წავუსვათ ხაჭაპურს და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.