varene-iz-ajvy1
5/5

არომატული,გემრიელი და ქარვისფერი კომშის მურაბა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

1 ჭიქა წყალი

1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად,ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

1 ჭიქა წყლისგან და 500 გრ. შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფში არ დაგვავიწყდეს ლიმონმჟავის ჩაყრა.

დაჭრილ კომშს დავაყაროთ 500 გრ.შაქარი , ცხელი სიროფი დავასხათ , მოვურიოთ  და შაქარს ვაცადოთ გადნობა.

ტასი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და კომშის მურაბა ვხარშოთ 5 წუთი.მურაბა მთლიანად გავაგრილოთ და ისევ 5 წუთი მოვადუღოთ,მოლომდე გავაგრილოთ.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.

როცა მეხუთეჯერ წამოვადუღებთ 5 წუთი,ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

სვანური ხაჭაპური

ინგრედიენტები : ფქვილი 500 კგ საფუარი 5 გრ წყალი 250 მლ ცოტა მარილი შიგთავსისათვის: 400 გრ.სვანური სულგუნი 250 გრ.იმერული ყველი ან 700 გრ.სვანური ყველი ნარჩვი

ქართული პური – შოთი

ინგრედიენტები : 2 კგ ფქვილი 20 გრ.საფუარი 1 ლ.თბილი წყალი 30-40 გ.მარილი მომზადების წესები : დიდ თასში ჩავყაროთ 2 კგ.ფქვილი,შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება ,ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავყაროთ

კომშის ცუკატი – არომატული მშრალი მურაბა

ინგრედიენტები : 1 კგ.კომში 1 კგ.შაქარი 500 მლ.წყალი 1 ლიმონი. მომზადების წესები : კომში კარგად გავრეცხოთ,გავთალოთ,1.5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ . ყოველ  კომშის რგოლს ამოვაჭრათ

კომშის ტორტი

ინგრედიენტები : 6 კვერცხი 6 ს.კოვზი შაქარი 6 ს.კოვზი ფქვილი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა) შაქრიანი ვანილი მწიკვი მარილი   მომზადების

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here