ინგრედიენტები :
400 გრ.შედედებული რძე
50 გრ.ნაღების კარაქი
2 კვერცხი
160 გრ.ფქვილი
2 გრ.მარილი
1 ჩ.კოვზი ყავა
1 ს.კოვზი გადადუღებული წყალი
1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
1/3 ჩ.კოვზი სოდა
მომზადების წესები :
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
1 ჩ.კოვზ ყავას დავასხათ 1 ს.კოვზი გადადუღებული წყალი და გავხსნათ.
შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავასხათ გაზზე გამდნარი კარაქი , დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით ,მარილი, ყავა, ფქვილი და მიქსერით ავთქვიფოთ.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,დავასხათ ცომი, გადავანაწილოთ თანაბრად და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.
ბისკვიტის სისქე უნდა გამოგვივიდეს 1 მმ.ხოლო გულსართი სისქე უნდა იყოს 2 მმ.
ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.
ყავის კრემი :
300 მლ.რძე
1 ჩ.კოვზი ყავა
3 კვერცხის გული
15 გრ.სახამებელი
20 გრ.ფქვილი
30 გრ.რძიანი შოკოლადი
5 გრ.ჟელატინი
100 გრ.კარაქი
რძეში გავხსნათ 1 ჩ.კოვზი ხსნადი ყავა და შევათბოთ.
ჟელატინი დავალბოთ გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში,გავაჩეროთ 15 წუთი.
კვერცხის გული აავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.
მასა ჩავასხათ რძეში,შეუჩერებლად ვურიოთ,რომ კოშტები არ გაჩნდეს,
ცხელშივე ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი,მოვურიოთ და ბოლოს ჩავუმატოთ აფუებული ჟელატინი.
ჟელატინი ცხელ კრემში გადნება.
კრემი გავაგრილოთ და მაცივარში შევდოთ ნახევარი საათი.
კარაქი ავთქვიფოთ და კოვზობით შევათქვიფოთ კრემი.
ბისკვიტს 2 მმ სისქეზე წავუსვათ კრემი ,გადავახვიოთ.
რულეტი ზემოდანაც შეგვიძლია კრემით მოვრთოთ ან დავჭრათ 8 ნაჭრათ და თითოეული ნაჭერი გავაფორმოთ კრემით.