ინგრედიენტები :
400 გრ.შედედებული რძე
50 გრ.ნაღების კარაქი
2 კვერცხი
160 გრ.ფქვილი
2 გრ.მარილი
1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
1/3 ჩ.კოვზი სოდა
გულსართი :
კრემი
1 ბანანი
50 გრ.ნიგოზი
მომზადების წესები :
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და მიქსერით ავთქვიფოთ.
ცომი გავყოთ 1/4 და 3/4 ნაწილად.
ცომის 1/4 ნაწილს (დაახლოებით 150 მლ )შევურიოთ 2 ს.კოვზი ფქვილი.
დარჩენი ცომს შევურიო გაცრილი 2 ს.კოვზი( 50 გრ ) კაკაო და 70 გრ.ფქვილი.
საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ ჟირაფის ზოლები,გადმოვატრიალოთ და დავაფინოთ ღუმელის ფირფიტაზე.
საკონდიტრო ტომარაში ჩავასხათ თეთრი ცომი,წვერი მოვაჭრათ და შემოვხაზოთ კონტურები.
ვაცხობთ 1-2 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვიღოთ.
გამომცხვარ ჟირაფის ზოლებს დავასხათ ყავისფერი ცომი და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.დიდხანს არ ვაცხოთ,რომ ზოლები არ გაგვიმუქდეს.
რულეტის კრემი :
150 მლ.მოხარშული შედედებული რძე
150 მლ.არაჟანი
მიქსერით ერთმანეთში შევურიოთ არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე.
ბანანი გავჭრათ სიგრძეზე 4 ნაწილად ამოვსვაროთ დაფქულ ნიგოზში.
ბისკვიტს წავუსვათ კრემი,დავალაგოთ სიგრძეზე ბანანი და გადავახვიოთ.რულეტი დავჭრათ ნაჭრებად.