1449
5/5

ფრანგული ბაგეტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

წაიკითხეთ,თუ როგორ უნდა გამოვაცხოთ ფრანგული პური სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

350 მლ. წყალი

500 გრ. ფქვილი

6 გრ. საფუარი

0,5 ჩაის კოვზი შაქარი

0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

წყალი გავაცხელოთ 32 გრადუსამდე,ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 15-20 წუთი,დაველოდოთ ბუშტუკების გაჩენას.

მომზადებულ სითხეში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და სანამ ცომი თხელია,შევურიოთ მარილი.

ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავამუსაოთ,მივიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს.

ფქვილის რაოდენობა ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ.თავდაპირველად ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.დამუშავების შემდეგ კი უნდა მივიღოთ რბილი და ელასტიური ცომი.

ბაგეტის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიას.ცომი ხელით უნდა გავწელოთ , და გადავკეცოთ ასე უნდა გავიმეოროთ 2 – ჯერ.

ცომისგან მოვამზადოთ გუნდა.ცერი თითით გავუკეთოთ ჩაღრმავება,თუ ცომი ფორმას სწრაფად აღიდგენს,ესე იგი მზად არის.

ცომი გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი,რომ ამოვიდეს და გავყოთ 4 ნაწილად.

ბაგეტის ფორმირება ხდება ორი მეთოდით.პირველ შემთხვევაში ცომი გავაბრტყელოთ და გადავახვიოთ რულეტივით.

მეორე შემთხევაში ცომის ბურთულებს ძეხვის ფორმა მივცეთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ტილო,ბლომად მოვაყაროთ ფქვილი და დავდოტ ბაგეტები.ბაგეტები ერთმანეთისაგან ტილოს ნაკეცით გამოვყოთ

ბაგეტები გავაჩეროთ თბილ ადგილზე 15-20 წუთი.შემდეგ ტილო გამოვაცალოთ,ფუნჯით ზედმეტი ფქვილი გადავფერთხოთ და ხის ჯოხით დავსეროთ.

ბაგეტები გამოვაცხოთ 12-15 წუთი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბაგეტმა ხრაშუნა ქერქი რომ გაიკეთოს ,აუცილებლად ცხობისას ღუმელის ტაფის ქვეშ შევდგათ ცხელი წყლით სავსე თასი.ამ მეთოდის გამოყენებით ბაგეტის ქერქი იქნება ხრაშუნა,შიგნით კი რბილი.

12 -15 წუთის შემდეგ 220 გრადუსზე დავწიოთ ტემპერატურა და გამოვაცხოთ კიდევ 5 წუთი.

ფრანგული ბაკეტი მზად არის და მივირთვათ გემრიელად.

0
Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

სალათი “აწეწილი ” – ქართული სამზარეულო

აწეწილი არის ქართული სალათი საოცარი გემოთი. ინგრედიენტების, სანელებლებისა და მწვანილის სრულყოფილი კომბინაციის წყალობით, სალათს აქვს უნიკალური, ორიგინალური გემო. ინგრედიენტები : * შებოლილი ქათმის მკერდის ფილე

საჭიროა თუ არა დანის ყიდვა ნადირობისთვის?

მრავალფეროვანი სანადირო დანების შემხედვარე, რომელსაც ჩვენ დღეს ბაზარი გვთავაზობს, რთულია გაერკვე იმაში, თუ რომელი მათგანი იყიდო ან გჭირდება თუ არა ის საერთოდ. გამოცდილი მონადირეები ერთ

ლეღვის მურაბა

ინგრედიენტები : 2 კგ.ლეღვი 1,600 გრ.შაქარი 6 ცალი მიხაკის ბუტკო 1  ნაჭერი ლიმონი 3 -4 ჩ.კოვზი ბალზამიკოს ძმარი  თუ სურვილი გვაქვს   მომზადების წესები ;

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here