ინგრედიენტები :
400 გრ.შედედებული რძე
50 გრ.ნაღების კარაქი
2 კვერცხი
160 გრ.ფქვილი
2 გრ.მარილი
1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
1/3 ჩ.კოვზი სოდა
მომზადების წესები :
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით ,მარილი ,ფქვილი და მიქსერით ავთქვიფოთ.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,დავასხათ ცომი, გადავანაწილოთ თანაბრად და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.
ბისკვიტის სისქე უნდა გამოგვივიდეს 1 მმ.ხოლო გულსართი სისქე უნდა იყოს 2 მმ.
ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.
ვაშლისა და ლიმონის გულსართი :
1 ვაშლი
2 ლიმონის წვენი
1 ლიმონის ცედრა
100 გრ.შაქარი
15 გრ.სიმინდის სახამებელი( 1სავსე ს.კოვზი)
ლიმონის ცედრის მოსამზადებლად, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 10 წამი ცხელ წყალში.ამ მეთოდით ლიმონიდან სიმწარეს გამოვიტანთ.ლიმონს ყვითელი კანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და მივიღებთ ცედრას.
ვაშლი გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ კუბებად.
ვაშლი ლიმონის წვენთან ერთად დავაბლენდეროთ.
ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ვაშლის პიურე,დავუმატოთ ცედრა,შაქარი,მოვურიოთ ,ჩავყაროთ სახამებელი და მოვადუღოთ.
გულსართი გავაგრილოთ.
გარილებული გულსართი წავუსვათ ბისკვიტს,გადავახვიოთ რულეტი და შევახვიოთ კანფეტივით პლასტიკში.
ასე გავაჩეროთ 30 წუთი.
შემდეგ გადავასხათ შოკოლადის მინანქარი .
შოკოლადის მინანაქარი შედედებული რძით:
100 გრ..შედედებული რძე
100 გრ.შავი შოკოლადი
20 გრ.კარაქი
75 მლ.ნაღები
ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ თასი,ჩავასხათ შედედებული რძე,ნაღები,ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი 2 ეტაპად.ჯერ ჩავყაროთ 50 გრ.შოკოლადი,მოვურიოთ, შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი 50 გრ.
შოკოლადის მინანქარს ბოლოს შევურიოთ კარაქი.