ინგრედიენტები :
5 კილო სამწნილე წიწაკა
3 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი 2 ლიტრიანი ქილიასათვის
4 სიმინდის ფუჩეჩი 2 ლიტრიანი ქილისათვის. სწორედ რომ,სიმინდის ფუჩეჩი აძლევს კარგ ქარვისფერს.
2 ქოლგიანი კამა 2 ლიტრიანი ქილისათვის
5 დაფნის ფოთოლი
მომზადების წესები :
წიწაკა მაგიდაზე გაშლილად დავაწყოთ და 2-3 დღე გავაჩეროთ,რომ შეჭკნეს.
შემჭკნარი წიწაკები გავრეცხოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ ან ბოლოები ჩავუჭრათ,ყუნწები ცოტათი წავაჭრათ და ფენა- ფენა ჩავაწყოთ ქილებში,ფენებს შორის ჩავაყოლოთ კამა,დაფნის ფოთოლი ,სიმინდის ფუჩეჩი.
ცივ წყალში გავხსნათ არაიოდიზირებული მარილი და სითხით შევავსოთ წიწაკით სავსე ქილები,დავადოთ სიმძიმე ,დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 დღე.
მე-11 დღეს წიწაკები დავაწყოთ თუშფალანგზე,დავწრიტოთ,წყალი გადავღვაროთ და იგივე წესით მოვამზადოთ ახალი მარილწყალი.
დაწრეტილი წიწაკები ნაზად ჩავტკეპნოთ ქილებში,რომ არ გაიხეს,დავასხათ მარილწყალი ,ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი გადადუღებული ძმარი ან მოვაყაროთ ცოტა ლიმონმჟავა,დავაფაროთ სიმინდის ფუჩეჩი და დავაფაროთ პლასტმასის თავსახური.
ცალკე გადავინახოთ მარილწყალი,,რადგანაც წიწაკები დაიწევს და ამ სითხით შევავსებთ სიცარიელეს.ამავე დროს ს თავიდან ავიშორებთ წიწაკის ზედა ფენის გაშავებას