ინგრედიენტები :
150 გრ.კარაქი
150 გრ.შაქარი
3 კვერცხი
2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
1,5-2 ჭიქა ფქვილი
6 ს.კოვზი მაწონი ან რძე
შაქრიანი ვანილი
200 გრ დაკურკული ალუბალი
მომზადების წესები :
ფქვილი,შაქრიანი ვანილი, გამაფხვიერებელი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.
ერთად ავთქვიფოთ კარაქი,კვერცხი,მაწონი,დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები.
ცომი არც ძალიან თხელი უნდა გამოვიდეს და არც სქელი.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ცომის ნახევარი,მოვაყაროთ
ალუბლები და დავასხათ ცომის მეორე ნახევარი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი.
კექსს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0