ინგრედიენტები :
1 კგ შინდი
300 მლ. წყალი
1,5 კილო შაქარი
მომზადების წესები :
შინდი გავრეცხოთ და ერთი წუთი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში.
შინდი საცერით ან ქაფქირით ამოვიღოთ წყლიდან.
მოვხარშოთ სიროფი და შინდი ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ,ვხარშოთ 7 წუთი.შინდის ტკბილი სიროფი ბოლომდე გავაგრილოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.
ცხელი შინდის მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.
0