ინგრედიენტები :
1,5 კგ.პომიდორი
350 გრ.სტაფილო
350 გრ.ხახვი
3 ცალი ბულგარული
3 კბილი ნიორი
0,5 ჭიქა ბრინჯი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი მარილი
5 დაფნის ფოთოლი
2 სუფრის კოვზი ძმარი
1 ჭიქა ზეთი
მომზადების წესები :
გარეცხილი პომიდორი დავჭრათ კუბებად.
ხახვი დავჭრათ რკალისებურად.
სტაფილო გავხეხოთ.
ბულგარული დავჭრათ გრძლად.
ნიორი დავწრათ წვრილად.
ქვაბში ჩავასხათ ზეთი და პირველ ფენად ჩავაწყოთ პომიდორი,შემდეგ კი დავაწყოთ სტაფილო, ბულგარული , ხახვი და ნიორი.
ბრინჯი გავრეცხოთ.
ბოსტნეულს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგნით ჩავდოთ ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და დაფნის ფოთოლი.ბულგარული წიწაკის სალათი მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე(30-35 წუთი) ბრინჯის მოხარშვამდე.მომზადების პერიოდში კერძს კოვზით არ უნდა მოვურიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრინჯი ქვემოთ ჩავა და ქვაბის ძირზე მიიწვება.
ბოლოს ჩავასხათ ძმარი.
ბულგარული წიწაკის სალათი ბრინჯით და სტაფილოთი მზად არის!
სალათი ცხე-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.