დღეს გთავაზობთ ბევრისათვის საყვარელ ლეჩოს საბჭოთა რეცეპტს. ამ რეცეპტით მომზადებული ბულგარული წიწაკა პომიდორში შეგვიძლია,მივირთვათ დამოუკიდებელი კერძად და ასევე გამოვიყენოთ ბორშის და სხვა მრავალი კერძის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები :
700 მლ.პომიდვრის წვენი ( სახლში მომზადებული)
400 გრ. წითელი ბულგარული
1 სუფრის კოვზი მარილი
80 მლ.ზეთი
80 გრ.შაქარი
4 შავი პილპილის მარცვალი
1 სუფრის კოვზი 9% ძმარი
მომზადების წესები :
პომიდვრის წვენი და ზეთი ჩავასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და ძმარი,ვხარშოთ 20 წუთი.
თუ ჩვენ არ გვაქვს პომიდვრის წვენი,მაშინ პამიდორი გავხეხოთ და გავატაროთ საცერში.პომიდვრის წვენს არ უნდა გაყვეს კანი და თესლები.
მოდუღებულ პომიდვრის წვენში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 40 წუთი.ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.
პომიდვრისა და ბულგარულის ლეჩო ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,ბოლომდე ავავსოთ და იქვე მოვხუფოთ.