ინგრედიენტები :
5 კგ.წიწაკა
250 -300 გრ.ნიორი
90 გრ.შაქარი
4 სუფრის კოვზი მარილი
700 მლ.ძმარი
500 მლ.ზეთი
10 მარცვალი შავი წიწაკა
5 დაფნის ფოთოლი
70 გრ.ქინძი
80 გრ.ნიახური
80 გრ.ოხრახურში
მომზადების წესები :
ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწები და წვეროები ჩავუჭრათ.
მწვანილები გავრეცხოთ და გავამშრალოთ.
ნიორი და მწვანილები დავჭრათ.
ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ძმარი.მასში ჩავყაროთ წიწაკის მარცვლები,შაქარი,მარილი,დაფნის ფოთლები და ავადუღოთ.
ადუღებულ მასაში ნაწილ – ნაწილ ვშუშოთ წიწაკები 5-10 წუთი,ბოლოს მწვანილები და ნიორი დავაყაროთ და ერთიანად ვშუშოთ.
ზეთიანი წიწაკები ცხელ – ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,პირამდე ავავსოთ,გავაპიპინოთ,მოვხუფოთ და შეფუთული გავაგრილოთ.
ქართული მწნილი , წიწაკა ზეთში ძალიან გემრიელია !
2+